Saturday, January 16, 2010

შუა ქალაქის კონცერტი (ოღონდ კრიტიკა არა)

ძალიან ბევრი აკრიტიკებს, შუა ქალაქის კონცერტებს. ვეთანხმები იმაში, რომ არ გამოვიდა მთლად ისე როგორიც უნდა გამოსულიყო. საერთოდ ვფიქრობ რომ შუა ქალაქი უნდა იყოს ტელევიზორში და ნახევარ საათზე მეტი არ უნდა გრძელდებოდეს (რეკლამებით 1 საათი), იუმორინა არ არი რომ ფილარმონიაში კონცერტი გამართოს, და შეცდომა მოუვიდათ ღამის შოუს სტუდიას არ ქონდა მაგის გამოცდილება, მაგრამ არ არის ყველაფრის ასე გამუქება საჭირო.



დავიჯერო ამის მერე შუა ქალაქს მაყურებელი მოაკლდება?! (დააკომენტარეთ რო არა) უბრალოდ გამოვიდა რომ ტყუილად გადაყარეს ფული ფილარმონიაში მისულებმა (რიგში დგომა რო არ დამზარებოდა ალბათ მეც მათ რიგში ვიქნებოდი)

ისე ყურადღება არავინ არ მიაქცია მაგრამ მე ნამდვილად გამიტყდა ოთარ ტატიშვილი ლოტოს წამყვანი რო გახდა, შუა ქალაქის და რა? სად? როდის? შოუებში მონაწილეობის შემდეგ.

მთავარი ის უნდა ვთქვა რომ ძალიან გვიყვარს კრიტიკა, თითქმის ყველაფერ მოძრავს ვაკრიტიკებთ, არ დაიღალეთ? დაწერეთ პოზიტიური პოსტები, კარგი თემებზე, ნუ დაგრუზავთ მკითხველს ცოტა მოუფრთხილდით.



მე კი მაინც მომწონს შუა ქალაქი უფრო სწორედ უფრო მომწონს ვიდრე სხვა შოუები (ვანოს შოუ, ჩიფსების თაობა, სიცილის ზონა და ა.შ.). კიდე ძაან მომწონს ღამის შოუ (ჯანელიძის შოუს კლიჩკა რო აქ )

მაგრამ ეს მაინც ერთერთი საუკეთესოა

ხო და მთავარი: შეცვალა თქვენი აზრი ამ კონცერტმა შუა ქალაქზე? აღარ უყურებთ ამ კონცერტების შემდეგ?